VANO IMNAISHVILI

vano_imnaishvili

1998 წელს მიღებული აქვს იურისტის დიპლომი თსუ-დან, ხოლო 2005 წელს სამართლის მაგისტრის ხარისხი ექს-მარსელი III უნივერსიტეტიდან.
2009 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი სამოქალაქო და ადმინისტრაციული განხრით.
1999 წლიდან მუშაობს იურისტად კერძო კომპანიებში, მათ შორის იურიდიული მომსახურების ფირმებში.
აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც.






ZURAB TATANASHVILI

zurab_tatanashvili

მიღებული აქვს სოციალური მუშაობის მაგისტრის ხარისხი (MSW) ვაშინგტონის უნივერსიტეტში 2007 წელს, ჯანდაცვის მართვის და ადმინისტრაციის კონცენტრაციით. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტი. 1995 წლიდან დღემდე მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში როგორც სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე ისე სოციალური მუშაობის, ჯანდაცვაში ქცევითი და სოციალური მეცნიერებების და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტ/კონსულტანტად. 2008 წლიდან დღემდე ეწევა აკადემიურ საქმიანობას მოწვეული პროფესორის თანამდებობაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 2010-2015 წლებში იყო ღია საზოგადოების ინსტიტუტის სტიპენდიანტი აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) ფარგლებში. აკადემიური საქმიანობის ფარგლებში ხელმძღვანელობს მაგისტრატურის და ბაკალავრიატის სადიპლომო ნაშრომებს. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ბავშვზე ზრუნვის, ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების და ზიანის შემცირების პროგრამების შესახებ.

PAATA SHESHELIDZE

paata_sheshelidze

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკროეკონომიკის სპეციალობით. 1989-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი წევრი. 1993-2003 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდობის ქრისტიანულ-დემოკრატიული ასოციაციის პრეზიდენტი. 1997 წელს ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი. 1993-1996 წლებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. 1996-1999 წლებში ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი. 1999-2000 წლებში საგზაო ფონდის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი. 2001 წლიდან ახალი ეკონომიკური სკოლის თანადამფუძნებელი პრეზიდენტი. 2004 წლიდან თავისუფლების ბიბლიოთეკის მთავარი რედაქტორი. 2015 წლიდან ეკონომიკური თავისუფლების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი. 2016 წლიდან შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი. 20 წიგნის რედატორი, 500-ზე მეტი სემინარის, ტრენინგის, საჯარო ლექციის ორგანიზატორი და მომხსენებელი. 2005 წლიდან ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში კვლევის თანაავტორი და მედიის მხრიდან ერთ-ერთი მოთხოვნადი ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში.

MIKHEIL TABLIASHVILI

micheil_tabliashvili














DAVID RAZMADZE

davit_razmadze

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ინსტიტუტის ბაკალავრიატი.
2002 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა ინფორმატიკის განხრით და მიენიჭა მაგისტრის წოდება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ამჟამად არის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე ბიოინფორმატიკის დარგში.
აქვს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (ჩეხეთი, უკრაინა, ყაზახეთი). მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პროექტში.
დავით რაზმაძის მუშაობის ძირითადი მიმართულებებია - ბიოინფორმატიკა, მონაცემების სტატისტიკური ანალიზი, Big Data analysis, Machine learning.

NINO KIKNADZE

nino_kiknadze

არის სამართლის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი. ამჟამად მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი. 2002-2004 წელს სწავლობდა საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის სახემწიფო მართვის სამაგისტრო პროგრამაზე.

სწავლობდა ლეიდენის უნივერსიტეტში. გავლილი აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალური კურსი. 2012 წელს წაიკითხა ლექცია ჰარვარდის უნივერსიტეტში. ნინო კიკნაძე ამჟამად მუშაობს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“. სხვადასხვა დროს მუშაობდა მ. იაშვილის ცენტრალურ საავადმყოფოში იურიდიული სამსახურის უფროსად, ევროკავშირისა და USAID-ის სხვადასხვა პროექტებში სამართლის ექსპერტად, „თბილკრედიტბანკი“ მთავარ იურისტად. ნინო კიკნაძე არის 4 წიგნის თანაავტორი და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი.
2005 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო ინსტიტუტში.