მიღებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორის ხარისხი (PhD) ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს და ამავე უნივერსიტეტში ეპიდემიოლოგიის მაგისტრის ხარისხი 2000 წელს. 1993 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი. კლინიკური სტაჟირება გავლილი აქვს პარიზში, პიტიე-სალპეტრიერის კლინიკაში. 2010-2012 წლებში იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე. 1993-2000 წწ მუშაობდა ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ექიმ-ინფექციონისტად. 2009-2015 წლებში იყო სოროსის ფონდის სტიპენდიანტი აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) ფარგლებში. 2008 წლიდან დღემდე არის მოწვეული პროფესორი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლაში. 2017 წელს არჩეულ იქნა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მიმართულების სრულ პროფესორად.
2000 წლიდან დღემდე ჯანმრთელობის კვლევის კავშირის (HRU) ბაზაზე ხელმძღვანელობს სხვადასხვა კვლევით პროექტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კლინიკური მედიცინის და განათლების სფეროში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ემორის უნივერსიტეტთან, ბორდოს უნივერსიტეტთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. მაია ბუწაშვილი არის 40-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კლინიკა ნეოლაბის დირექტორი. 2009 წელს მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ბიოსტატისტიკის დარგში ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. 1994 წელს ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 2005 წელს - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
გიორგი კამკამიძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2 წლის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას. არის რამდენიმე საერთაშორისო პროფესიული ასოციაციის წევრი.
გიორგი კამკამიძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა არაერთ კვლევით პროექტს, რომელთა მხარდაჭერასაც ახორციელებდა ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა FIC (NIH), ANRS, NATO, CRDF, DTRA, USAID, RTI, INTAS, SRNSF და სხვ. იგი არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 3 მონოგრაფიის ავტორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლა. მონაწილეობდა სხვადასხვა კვლევით პროექტში მონაცემთა ანალიზის სპეციალისტად (მაგალითად, ისეთ პროექტებში, როგორიცაა ქალთა კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოში; ჯანდაცვასთან ასოცირებული C ჰეპატიტის რისკის შეფასება ქართველ ქალებში; მიზნობრივი ჯანმრთელობის დაზღვევის გავლენა ჯანდაცვის სერვისების უტილიზაციაზე, დანახარჯებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იძულებით გადაადგილებულ პირებში საქართველოში და სხვ.).
მუშაობდა კლინიკა ნეოლაბის მონაცემთა ბაზის მენეჯერის პოზიციაზე.
ამჟამად არის მონაცემთა კვლევის ჯგუფის პროექტების მენეჯერი.
დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მაგისტრატურა და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეპიდემიოლოგიაში 2008 წელს. აშშ-ში სწავლის პერიოდში იგი ჩართული იყო ერთწლიანი პრაქტიკის პროექტში ნიუ-იორკის შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტში. 1998 წელს დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“. 2005 წლიდან მუშაობს ჯანმრთელობის კვლევის კავშირში ეპიდემიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელად, მონაწილეობს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ კვლევით, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებში და აქვს როგორც პროექტების მართვის, ასევე საველე სამუშაოების ორგანიზების დიდი გამოცდილება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის არის ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ბიოეთიკის კომიტეტის წევრი. მაია ქაჯაია არის 12 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობაც გამოქვეყნებულია საერთაშორისო ჟურნალებში.